fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ევროვიზიის მოსაგებად დიდ ბრძოლაში პარისი თამთას მარტო არ დატოვებს” – რას წერს ბერძნული მედია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პარის კასიდოკოსტა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, თამთას ევროვიზია 2019-ზე, თელ-ავივში გაჰყვება.

ცნობლი იყო, რომ ვარსკვლავური წყვილი ისრაელში ერთად არ გაემგზავრებოდა, რადგან, როგორც თამთამ ინტერვიუში აღნიშნა, კასიდოკოსტა პროფესიული ვალდებულებების გამო, ვერ შეძლებდა, მისთვის ახლოდან ეგულშემატკივრა.

როგორც მედია წერს, “მათი სიყვარული იმდენად ძლიერია, პარისი დიდ ბრძოლაში თამთას მარტო არ დატოვებს, რადგან მისი გამხნევება სცენაზე გასვლამდე ძალიან მნიშვნელოვანია.”

თამთა და კასიდოკოსტა 2015 წლიდან ერთად არიან და მათი ურთიერთობა დღითიდღე მყარდება.

14 მაისის საღამოს მომღერალს ევროვიზიის სცენაზე ვიხილავთ, სადაც კვიპროსს არაჩვეულებრივი სიმღერით წარადგენს.

onalem

ტესტ