fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მოსახლეობის ხელფასის თითქმის ნახევარი ქირაში მიდის

საბერძნეთში 2010 წელს, როდესაც კრიზისი მძვინვარებდა, ბინების შეძენაზე გაცილებით დიდი მოთხოვნა იყო, ვიდრე დღესდღეობით. ახლა კი, სურათი სრულიად სხვაგვარია – საცხოვრებლის მაძიებელთა 90%-95% მას ქირაობისთვის ეძებს.

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ფონზე, ქირის რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ხელფასები შემცირდა, დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი მწვავე საბინაო პრობლემის წინაშე დგას – ზოგი ძიების პროცესშია ჩარჩენილი, ზოგი კი, ხელფასის ნახევარს იხდის საცხოვრებელში.

კვლევითი ინსტიტუტის, Electron-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ათენის ბევრ უბანში 2017 წელთან შედარებით ქირის ფასი 50%-ით არის გაზრდილი, ხოლო პატრაში, თესალონიკში, ვოლოსში ზრდა 30%-40%-ია.

საბერძნეთში ბევრი ახალგაზრდა ირჩევს სახლის ქირაობის გზას, მშობლების სახლიდან წასასვლელად, რადგან, ცხადია, ყველას არ აქვს საშუალება, რომ ცალკე ბინა შეიძინოს, ახლა კი, არც ბინის ყიდვის შესაძლებლობა აქვთ და ქირაობის კუთხითაც, მარტივად ვერ დგამენ ნაბიჯს, რადგან როდესაც 8 საათიან განაკვეთზე, მინიმალური ხელფასი 713 ევროს უდრის, ბინაში 350-400 ევროს გადახდის ფონზე, ცხოვრება საკმაოდ დიდ სირთულეებს უკავშირდება.

onalem

ტესტ