fbpx
საზოგადოება

ბერძენ ქალს, რომელმაც ყოფილი დედამთილი მანქანით გაიტანა, მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად

42 წლის ბერძენი ქალბატონი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ყოფილი დედამთილი მანქანით გაიტანა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. 68 წლის ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს და ძირითადად თავის არეშია დაშავებული.

პოლიციის მიერ შექმნილი მასალებიდან ჩანს, რომ ეს განზრახ ჩადენილი ქმედება იყო. 42 წლის ქალს ყოფილ მეუღლესთან და მის ოჯახთან სერიოზული უთანხმოება აქვს და ისინი ბავშვების მეურვეობაზე სასამართლოში დაობენ.

ბოლო გადაწყვეტილებით, მათ 13 წლის ბიჭზე დროებითი მეურვეობა მამამ მიიღო, რადგან დამტკიცდა, რომ 13 წლის ბავშვზე ხორციელდებოდა ძალადობა დედის გარემოცვის მხრიდან, 6 წლის გოგონა კი, ჯერ კიდევ დედასთან რჩებოდა. მიუხედავად ამისა, მამაკაცმა კვლავ მიმართა სასამართლოს და ქალი ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მისი ყოფილი ცოლი 6 წლის გოგონას მამის წინააღმდეგ განაწყობდა და თავად უქმნიდა ისეთ განწყობას, რომ მამასთან წასვლა არ მოესურვებინა.

ირკვევა, რომ სასამართლომ გოგონასთან მიმართებაშიც მიიღო გადაწყვეტილება, ისიც მამის სახლში გადასულიყო. როგორც ჩანს, 42 წლის ქალს ამ ყველაფერმა საბოლოოდ დააკარგვინა თავზე კონტროლი, ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა და გარკვეული შეკამათების შედეგად ყოფილ დედამთილს მანქანით დაეჯახა. თავისი ვერსიით, ქალი სრულიად მოულოდნელად გადმოხტა მანქანის წინ, თუმცა, საჩივარში წერია, რომ მან განზრახ დაძრა მანქანა და ქალს დაეჯახა.

onalem

ტესტ