fbpx
კრიმინალი

“ეს მიუღებელია, ვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას მკვლელობის შესახებ” – საბერძნეთის პოზიცია

“ჩვენ ველოდებით დეტალურ ინფორმაციას გარემოებების შესახებ, რომელშიც საბერძნეთის მოქალაქე გარდაიცვალა,” განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს საღამოს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

“რა გარემოებებიც უნდა იყოს ეს, ყველა შემთხვევაში მიუღებელია. ჩვენ მაშინვე მივიღებთ შესაბამის ზომებს,” დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ბერძენი ალბანურმა პოლიციამ 28 ოქტომბერთან დაკავშირებით დროშის აღმართვის გამო მოკლა. თავის მხრივ, მამაკაცმაც გაუხსნა პოლიციას ცეცხლი, რაც საფრთხეს უქმნიდა ოფიცრების სიცოცხლეს. თავდაპირველად კი  მათ დანებება სთხოვეს, მაგრამ ბერძენმა უარი თქვა.

ცნობილი გახდა, რომ მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ერთი თავის, ხოლო მეორე გულმკერდის არეში.

“ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საბერძნეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ