fbpx
საზოგადოება

თაღლითობა საბერძნეთში: მოხუცმა ქალმა ბანკიდან 30.000 ევრო გამოიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, პატრაში, სატელეფონო თაღლითობის მსხვერპლი გახდა კიდევ ერთი მოხუცი, რომელსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ვაჟი ავარიაში მოჰყვა და სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდებოდა, შესაბამისად, თანხაც.

მოხუცი პანიკაში ჩავარდა და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა, რომ თაღლითის მითითებების მიხედვით ემოქმედა. ის ბანკში მივიდა, მთელი თავისი დანაზოგი გამოიტანა, რაც 30.000 ევროს შეადგენდა და მივიდა ნაგვის ურნასთან, რომელზეც თაღლითმა მიუთითა.

მამაკაცი, რომელიც მას ტელეფონით დაუკავშირდა, ექიმის როლს თამაშობდა და უთხრა, რომ ეს თანხა საჭირო იყო მისი შვილის ქირურგიული ოპერაციისთვის. ქალმა 30.000 ევრო ნაგვის ურნასთან დატოვა, თაღლითმა კი, იქიდან წაიღო და უკვალოდ გაქრა.

როდესაც მოხუცმა აღმოაჩინა, რომ ეს ყველაფერი სრული ტყუილი იყო, პოლიციაში განაცხადა და ამ დროისთვის თაღლითების იდენტიფიცირებას ცდილობენ.

onalem

ტესტ