fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მოსახლეობას პროდუქტების თანხა მათი შეძენის ვალდებულების გარეშე ჩაერიცხება

როგორც განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასიმ განაცხადა, საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობას პროდუქტების შესაძენად განკუთვნილ თანხას დაურიცხავს მათი შეძენის ვალდებულების გარეშე.

“სიძვირე “ჭამს” მოსახლეობის შემოსავალს და ჩვენ ვერ დავფარავთ ბაზარზე არსებული პროდუქტების გაძვირების 100%-ს, თუმცა, მიზნობრივი ზომებით ვაძლიერებთ ჩვენს ყველაზე დაუცველ მოსახლეობას. მოსახლეობა მიიღებს პროდუქტების შესაძენად განკუთვნილ თანხას, მაგრამ არ ექნება ვალდებულება, რომ აუცილებლად შეიძინოს ისინი. რაც შეეხება “საყოფაცხოვრებო კალათს”, დღევანდელი ფასები გვიჩვენებს, რომ პროდუქციის 89%-ს აქვს სტაბილური ფასები, 6%-ზე ფიქსირდება კლება, ხოლო 5%-ზე ზრდა,” აცხადებს პაპათანასი.

სისტემა აღნიშნული დახმარების მისაღებად განაცხადების გასაკეთებლად გაიხსნება თებერვლის თვის დასაწყისში და თანხებიც ამავე თვის პირველ რიცხვებში უნდა ჩაირიცხოს. რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი წევრია ოჯახში.

1 წევრიან ოჯახში თვეში განისაზღვრება 220 ევროს დანახარჯი, დარიცხული თანხის ოდენობა იქნება 22 ევრო.
2 წევრიან ოჯახში დანახარჯი 320 ევროთი განისაზღვრება, შესაბამისად, დარიცხული თანხის ოდენობა 32 ევრო იქნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოჯახის ყოველ დამატებით წევრზე განსაზღვრული თანხის ოდენობას ემატება 100 ევრო.

სუპერმარკეტებში, ხორცის მაღაზიებში, საცხობებსა და თევზის მაღაზიებში ათვლა მოხდება თებერვლის თვიდან და მომდევნო 6 თვის მანძილზე, ანუ ივლისის ჩათვლით, შეძენილი პროდუქტების ღირებულების 10% დაიფარება სახელმწიფოს მიერ.

განაცხადების შევსება მოხდება Gov.gr-იდან და თანხა დაირიცხება ხოლმე თვის დასაწყისში. რა თქმა უნდა, განაცხადის შევსებას ყველა ერთდროულად ვერ შეძლებს და მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა ციფრით მთავრდება თქვენი ΑΦΜ.

როდესაც სისტემა გაიხსნება, იმისთვის, რომ განაცხადი გააკეთოთ, აუცილებელია გქონდეთ Taxisnet-ის კოდები, იგივე კლიდარითმო.

onalem

ტესტ