fbpx
საბერძნეთი

“900 მოქმედი ინფიცირებული ათენის ცენტრში, საბერძნეთი შვედეთი ვერ გახდება, რომელმაც კარანტინი არ გამოაცხადა” – პროფესორი ილიას მოსიალოსი

პროფესორი ილიას მოსიალოსი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ ამ ურთულეს პერიოდში, ვინაიდან სხვა გამოსავალი ამ ეტაპისთვის, კარანტინის გარდა, არ არსებობს. ბევრი იწერება შვედეთის შესახებ, რომელიც არის ქვეყანა, სადაც კარანტინი არ გამოცხადდა, პანდემიასთან საბრძოლველად.

ბევრს ეგონა, რომ შვედეთი იქნებოდა ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც საბერძნეთი, კარანტინის მოხსნის შემდეგ, მაგრამ ეს ასე არ იყო.

საბერძნეთი შვედეთი ვერ გახდება და ამას ადასტურებს მრავალი ფაქტორი, მრავალი განსხვავება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს და ეს განსხვავებები არის რადიკალური.

მოსიალოსი ასახელებს მიზეზებს, რომელთა გამოც რადიკალური ზომების მიღება საბერძნეთისთვის აუცილებელი იყო და ახლა იგივე რომ არ მოხდეს, მოსახლეობამ თვითშეგნება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

  • შვედეთში მოსახლეობის 50% ცხოვრობს მარტო, საბერძნეთში კი იგივე მაჩვენებელი 30%-ს უდრის.
  • შვედეთში მშობლების 50% მარტოხელაა, ხოლო საბერძნეთში მარტოხელა მშობლების რიცხვი მხოლოდ 8%-ია.
  • მოხუცები შვედეთში არ ცხოვრობენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.
  • შვედეთში მარტის თვეში დასაქმებულთა 50% მუშაობდა დისტანციურად.
  • დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი სამსახურებში დადის ველოსიპედით ან ფეხით.
  • მოსახლეობას აქვს ნდობა მთავრობის მიმართ.
  • მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ზედმიწევნით ასრულებდა ექსპერტთა მითითებებს.
  • შვედეთში კვადრატულ კილომეტრზე 25 მოსახლე ცხოვრობს, ხოლო საბერძნეთში იგივე მაჩვენებელი 81-ს უდრის.
  • და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვედეთს აქვს ჯანდაცვის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სისტემა.

ამავე დროს, ექსპერტები აცხადებენ, რომ ათენის ცენტრში მინიმუმ 900 “მოქმედი” ინფიცირებული გადაადგილდება, ანუ საუბარია უსიმპტომო პაციენტებზე, რომელთაც არ იციან, რომ ვირუსი აქვთ.

 

onalem

ტესტ