fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 82 და 73 წლის ქალებმა საკუთარ დას 100.000 ევროს სამკაულები მოპარეს

უპრეცენდენტო შემთხვევა კუნძულ კარპათოსზე მოხდა, სადაც 65 წლის ქალბატონი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და ჩიოდა, რომ მისი სახლიდან დიდძალი ძვირფასეულობა დაიკარგა.

ირკვევა, რომ ქალს საძინებელში ჰქონდა ყუთი, სადაც ინახავდა დაახლოებით 100.000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობას. პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ “მძარცველები” თავად მისი დები იყვნენ და ამის შესახებ მაშინვე აცნობეს.

არსებული ცნობებით, დებს შორის იყო უთანხმოება მემკვიდრეობის გამო, რომელიც მას ამ სამკაულების სახით გადაეცა და შურიდან გამომდინარე, მათი მოპარვა გადაწყვიტეს.

ყველა ძვირფასი ნივთი, რომელიც მისი სახლიდან გამოიტანეს, 73 წლის ქალს აღმოუჩინეს, რის შედეგადაც ორივე დააკავეს და საქმე როდოსის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაეგზავნა.

onalem

ტესტ