fbpx
საზოგადოება

ბედის ირონია: გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა ექიმია, რომელმაც სხვა გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

ნამდვილად ბედის ირონია შეიძლება ეწოდოს ამბავს, რომელიც არგოსში მოხდა. როგორც უკვე ცნობილია, 11 წლის გოგონა საკუთარმა 26 წლის ნახევარძმამ იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გოგონას დედა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, თუმცა, ამის პარალელურად კიდევ არის ერთი აღსანიშნავი ფაქტი.

ინციდენტის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაიგო ქალმა, სპირიდულა პატურუმ, რომელიც ასპა ბოგრის დედაა. ასპა კი გოგონაა, რომელის გარდაცვლილი 11 წლის გოგონას დედამ სიკვდილისგან იხსნა:

“ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რაც ამ ოჯახს შეემთხვა. მე ის ახლა არ გამიცვნია, ის არის ქალი, რომელმაც ჩემი საკუთარი შვილი სიკვდილს გადაარჩინა. ეს 2013 წელს იყო, როცა ასპას მამამ ესროლა და არგოსის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რამდენჯერაც მას ვხედავდი, ხელებს ვუკოცნიდი. ის არის ანგელოზი, რომელმაც ჩემს შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა. შოკში ვარ და ყველას ვთხოვ, ნუ გააკრიტიკებენ მას, ნუ განსჯიან, უბრალოდ იყავით ჩუმად. მე კი მხოლოდ შემიძლია ვილოცო და ღმერთს ვთხოვო, რომ გამძლეობა მისცეს. ძალიან მტკივა გული ამ ტრაგედიის გამო…”

onalem

ტესტ