fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გარდაიცვალა 15 თვის ბავშვი, რომელიც ექიმებმა სახლში ორჯერ გაწერეს, რადგან ჩათვალეს, რომ კარგად იყო

პტოლეიმაიდას საზოგადოება შეძრა 15 თვის ბავშვის გარდაცვალებამ, რომელიც მძიმე რესპირატორულ ინფექციას ემსხვერპლა. დაგეგმილია ჰისტოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგებსაც მომდევნო დღეებში ელოდებიან მშობლები.

როგორც მედია იუწყება, ოჯახი ალბანეთიდან არის, პატარა ბიჭი გუშინ ღამით, 23:00 საათის შემდეგ მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს საავადმყოფოში, პედიატრიულ განყოფილებაში და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით განსაკუთრებით ყურადსაღებია მშობლების განცხადება, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის ჩვილი საავადმყოფოში კიდევ ორჯერ ჰყავდათ მიყვანილი, მაგრამ ექიმებმა ჩათვალეს, რომ ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და ორჯერვე გაწერეს საავადმყოფოდან ყოველგვარი დანიშნულებისა და დიაგნოზის გარეშე.

ბავშვის დაკრძალვა წარმოშობის ქვეყანაში, ალბანეთში მოხდება, თუმცა, მშობლები მისი გარდაცვალების მიზეზების ზუსტ გამოძიებას ითხოვენ, რადგან სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ექიმების მხრიდან გულგრილობასა და არასწორ მიდგომასთან.

onalem

ტესტ