fbpx
საზოგადოება

“გვჭირდება მინიმუმ 20 დღიანი მკაცრი კარანტინი” – საბერძნეთში ვითარების დამძიმებას ელოდებიან

პროფესორი იანის ცუდასი ტელეკომპანია ANT-თან საუბრისას უკმაყოფილებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სკოლების გახსნა ახლა დიდი შეცდომაა.

”ვფიქრობ, რომ სკოლების გახსნა დიდი შეცდომაა. ეს ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან გვჭირდება მინიმუმ 20 დღიანი მკაცრი კარანტინი, არა თუ 1 კვირიანი. 

არ უნდა გაიხსნას მაღაზიები Click Away-ს პრინციპით, წინააღმდეგ შემთხვევაში 2 თვით უკან წავალთ, დროის მოგების ნაცვლად.

ჩვენი თანამემამულეების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე კიდევ რამდენიმე დღით სახლში ჩაკეტვის დისკომფორტი.

ბავშვები ბევრად ადვილად ახდენენ ადაპტაციას გარემოსთან და სიტუაციასთან, მაგრამ სკოლები არ უნდა გაიხსნას. ჯერ უნდა შეგვეფასებინა დღესასწაულებზე არსებული ვითარება და დაგვენახა შედეგები. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ