fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ბერმა გერმანელი გიდის გამო სამოსელი გაიხადა და მონასტრიდან წავიდა

შემთხვევა კუნძულ სამოსზე მოხდა და გერმანელ გიდსა და ახალგაზრდა ბერს ეხება.

Espresso-ს ინფორმაციით, ბერმა ერთ-ერთი ისტორიული მონასტერი ქალის თვალების გამო მიატოვა.

ეს ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მან გერმანელი გიდი მონასტერში პირველად ნახა.

მონასტერში ვიზიტისას ქალი ბერს შეხვდა, მათი სიყვარული მეხის გავარდნასავით იყო.

გერმანელი გიდი პროფესიული ვალდებულებებიდან გამომდინარე მონასტერს ხშირად სტუმრობდა.

Espresso-ს მიხედვით, ფაქტია, რომ 30 წლის ბერი და გერმანელი თავიანთ სიყვარულს მალავდნენ და ყველაფერი ნათელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც  ბერმა სამოსელი გაიხადა და მონასტერი დატოვა, რათა მის გვერდით ეცხოვრა.

onalem

ტესტ