fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა – 3 მაისს იხსნება კაფეები! ნახეთ დეტალები

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ეთერით გამოვიდა და ოფიციალურად გამოაცხადა, თუ როგორ მოიხსნება კარანტინი და რომელ რიცხვში რა დაწესებულება იხსნება. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ესმის მოსახლეობის დაღლილობა, თუმცა, ახლა ამინდის გაუმჯობესება, ვაქცინაცია და თვით-ტესტირება არის ის იარაღები, რომელთა დახმარებითაც ყოველდღიურობას დავუბრდუნებით.

მიცოტაკის მიხედვით, კარანტინის მოხსნის ეტაპები არის შემდეგი:

  • 3 მაისს იხსნება კაფეები, ტავერნები და რესტორნები.
  • 10 მაისს იხსნება საშუალო და დაწყებითი სკოლები.
  • 15 მაისს იხსნება ტურიზმი.
  • ასევე, 15 მაისიდან ნებისმიერი მოქალაქისთვის გადაადგილება დაშვებული იქნება ნებისმიერი მიმართულებით.
  • შემდეგი კვირიდან იხსნება პლატფორმა 30 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა ვაქცინაციისთვის.

იხილეთ პრემიერის ოფიციალური გამოსვლა:

onalem

ტესტ