fbpx
საბერძნეთი

როგორ იმუშავებენ კაფეები და ტავერნები და როგორი იქნება გახსნა 3 მაისიდან – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

როგორც უკვე ცნობილია, კაფეები და ტავერნები გაცილებით ადრე იხსნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ექსპერტთა ჯგუფმა გასცა რეკომენდაცია, რომ გაიხსნას ისინი და ხალხი დასხდეს დისტანციებით, რადგან ეს მდგომარეობა გაცილებით უმჯობესია, ვიდრე სკვერებში პირბადეების გარეშე ათასობით ადამიანის ერთად შეკრება.

ადონის გეორგიადისმა ისაუბრა, თუ როგორი იქნება გახნსა 3 მაისიდან და როგორ შევძლებთ, რომ ისევ მივუსხდეთ საყვარელი კაფეებისა და ტავერნების მაგიდებს, სასურველი კერძების მისართმევად.

მინისტრის განმარტებით, გაიხსნება მხოლოდ და მხოლოდ გარე ტერიტორიები, სკამები და მაგიდები დაიდგმება გარეთ და ცხადია, დაცული იქნება დისტანციები მათ შორის. ფაქტობრივად, ზომები, რომლებითაც ეს დაწესებულებები მუშაობას დაიწყებენ, არის იგივე, რაც იყო გასულ წელს.

*ერთ მაგიდასთან დასაშვები იქნება მხოლოდ 4 ადამიანის დაჯდომა.

“თუკი ვინმე არ არის მზად, რომ გახსნას თავისი ბიზნესი 3 მაისს, არ აქვს არანაირი ვალდებულება. შეუძლიათ, გახსნან მოგვიანებით, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან.

მინდა მოგიწოდოთ, რომ ვაქცინა გაიკეთოთ , თუკი ყველა ჩავიტარებთ ვაქცინაციას, ერთ თვეში აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსნება,” ამბობს გეორგიადისი.

კარანტინის მოხსნის ეტაპები არის შემდეგი:

  • 3 მაისს იხსნება კაფეები, ტავერნები და რესტორნები.
  • 10 მაისს იხსნება საშუალო და დაწყებითი სკოლები.
  • 15 მაისს იხსნება ტურიზმი.
  • ასევე, 15 მაისიდან ნებისმიერი მოქალაქისთვის გადაადგილება დაშვებული იქნება ნებისმიერი მიმართულებით.
  • შემდეგი კვირიდან იხსნება პლატფორმა 30 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა ვაქცინაციისთვის.

onalem

ტესტ