fbpx
საბერძნეთი

“არ გვეშინია უკიდურესი ზომების მიღებისაც კი, თუ საჭირო გახდება” – რას ამბობს ხარის თეოხარი?!

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი, ხარის თეოხარი აცხადებს, რომ საბერძნეთის ტურისტული პროდუქტი უსაფრთხოა და მთავრობას არ ეშინია, რომ მიიღოს უკიდურესი ზომებიც კი, თუკი ეს საჭირო გახდება.

“უსაფრთხოება მთავრობისთვის პრიორიტეტების სათავეში დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიღებული ზომები დაცული იყოს. უპირველეს ადგილზე დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არ გვეშინია, რომ თუ საჭირო გახდება, მივმართოთ რადიკალურ ზომებსაც.

ჩვენ არასდროს არავის დავპირებივართ, რომ მიმდინარე ზაფხული ადვილი იქნებოდა. პანდემიამ, ცხადია, გავლენა იქონია მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზეც. გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან, ყოველ კვირას ვამატებთ უფრო მეტ საკარანტინო სასტუმროს, რომ გარეთ, ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს.”

მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის კვლავ აფეთქების მიზეზი არ არის ტურიზმი, არამედ დელტა მუტაცია, რომელმაც პრობლემები მთელ მსოფლიოში შექმნა და არა მხოლოდ საბერძნეთში. მან მაგალითებად მოიყვანა ისეთი ქვეყნები, რომლებშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვაქცინირებულია, მაგრამ კვლავ ფიქსირდება სიტუაციის დამძიმება: ისრაელი, აშშ.

 

onalem

ტესტ