fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთში – ჯარიმები 10.000 ევროდან კანონდარღვევისთვის

საბერძნეთის პარლამენტს წარედგინა კანონი, სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცვლილებების შესატანად. საუბარია კონკრეტული სფეროს წარმომადგენელთათვის ვაქცინაციის ვალდებულების დაწესებაზე.

აღნიშნული კანონი ვრცელდება ამჟამად სამ კატეგორიაზე:

  1. 16 აგვისტოდან ვაქცინაცია სავალდებულოა მათთვის, ვინც მუშაობს მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში (თავშესაფრებში).
  2. 16 აგვისტოდან აცრა სავალდებულო გახდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოსავლელ ცენტრებშიც.
  3. 1 სექტემბრიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ჯანდაცვის სფეროს პერსონალისთვის (ექიმები და ექთნები).

ირკვევა, რომ კანონდარღვევების შემთხვევაში განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმები:

დამსაქმებელი, რომელიც სამსახურში დაუშვებს არავაქცინირებულ პირს, რომლისთვისაც რეალურად აცრა სავალდებულოა, დაჯარიმდება 10.000 ევროთი, დარღვევების განმეორების შემთხვევაში ჯარიმების რაოდენობა 200.000 ევრომდე შეიძლება გაიზარდოს.

საბერძნეთის მთავრობის გეგმის მიხედვით, შემდეგ ეტაპზე ამ ვალდებულების დაწესება განიხილება მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის და საჯარო სამსახურებში მომუშავე პერსონალისთვის, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად პირადად ემსახურება.

onalem

ტესტ