fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: კორონავირუსით გარდაიცვალა ტურისტი, რომელიც ვაქცინის ორივე დოზით იყო აცრილი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კუნძულ კერკირაზე ბრიტანელი ტურისტი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

73 წლის მამაკაცი საბერძნეთში დასასვენებლად იყო ჩამოსული. ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ის კერკირას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გასულ კვირას მოათავსეს და საბოლოოდ ვირუსთან ბრძოლაში დამარცხდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრიტანელს mRNA-ს ვაქცინის ორივე დოზა ჰქონდა მიღებული, მეორე დოზა გაიკეთა ზამთარში, იანვრის თვეში. მიუხედავად იმისა, რომ მას იმუნიტეტი სრულად უნდა ჰქონოდა გამომუშავებული, ჩანს, რომ ვირუსს ვერ გაუმკლავდა.

onalem

ტესტ