fbpx
საბერძნეთი

Covid 19-თან დაკავშირებული ზომები საბერძნეთში სრულად იხსნება – პირბადე ტრანსპორტშიც აღარ იქნება სავალდებულო

როგორც ჩანს, კოვიდ-პანდემია ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს, არა იმ გაგებით, რომ ვირუსი აღარ არსებობს, არამედ იმ მხრივ, რომ ის უკვე ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და მიღებული ზომები და შეზღუდვები ნელ-ნელა ძალას კარგავს. საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტმა “მწვანე შუქი” აუნთო შეზღუდვებისგან აბსოლუტურ გათავისუფლებას.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, საბერძნეთში აბსოლუტურად ყველა ზომა იხსნება, რაც კი ამ დრომდე ძალაში რჩებოდა. საუბარია პირბადის გამოყენების ვალდებულებაზე საჯარო ტრანსპორტში. ამიერიდან, მოსახლეობას შეეძლება უპირბადოდ იმგზავროს.

ამას გარდა, ასევე უქმდება ვალდებულება, რომ ჯერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულებმა გაიკეთონ ტესტი კვირაში ერთხელ, სამსახურში მისასვლელად.

ამ ყველაფრის პარალელურად, ძალაში რჩება რეკომენდაციები, რომ ადამიანებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.

*აღსანიშნავია, რომ ამიერიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის სტრუქტურებსა და მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში იქნება.

onalem

ტესტ