fbpx
საბერძნეთი

ხვალ რთული დღე ათენში – ავტობუსები 09:00-დან 21:00 საათამდე მუშაობენ, მეტრო და ΗΣΑΠ 10:00-დან 15:00 საათამდე

ხვალ, 16 მარტს, ათენში მასშტაბური გაფიცვის გამო, გადაადგილების თვალსაზრისით, საკმაოდ რთული დღე იქნება. ტრანსპორტის ყველა სახეობა სხვადასხვა საათებში აცხადებს გაფიცვას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაგეგმილია საპროტესტო აქციები, ჩაკეტილი იქნება ცენტრი და შესაბამისად, მანქანებისა და ავტობუსების გადაადგილება შეუძლებელი იქნება.

შეგახსენებთ საათებს, რომლებშიც საჯარო ტრანსპორტი მუშაობს:

ათენი

ავტობუსები მუშაობენ 09:00-დან 21:00 საათამდე.

ტროლეიბუსები მუშაობენ 09:00-დან 21:00 საათამდე.

ტრამვაი, მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები და ასევე, 1-ლი ხაზი (ტრენო, ილეკტრიკო) მუშაობს 10:00-დან 15:00 საათამდე.

თესალონიკში ავტობუსები არ იმუშავებენ 24 საათის მანძილზე.

გემები არ განახორციელებენ არცერთ რეისს, ხვალინდელი ფრენები გააუქმა Aegean და Olympic ავიახაზებმა.

onalem

ტესტ