fbpx
ჯანმრთელობა

ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი თაფლი საბერძნეთის სუპერმარკეტებში

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას თაფლის შესახებ, რომელიც აქტიურად იყიდება ქვეყნის სუპერმარკეტებში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.

კერძოდ, თაფლში აღმოჩენილია ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერების, მეტრონიდაზოლის არსებობა, რომლის საკვებ პროდუქტში არსებობა აკრძალულია. ამრიგად, თაფლის შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს.

ეს არის პროდუქტი: “Χρυσή Κρήτη”, 450 გრამი, რომლის ვარგისიანობის ვადაც არის 07/2023.

სურსათის კონტროლის სამსახურმა უკვე მოითხოვა აღნიშნული თაფლის გაყიდვიდან ამოღება, ხოლო მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მისი გამოყენებისგან.

ნახეთ ფოტოზე აღნიშნული პროდუქტი:

onalem

ტესტ