fbpx
საბერძნეთი

დღეიდან პირადობის მოწმობა ჩვენს კოვიდ-აპლიკაციაში – ნახეთ, როგორ შეიყვანოთ

დღეიდან კოვიდ-საფულეში (იგივე კოვიდ-აპლიკაცია), რომელშიც შენახული გვაქვს ჩვენი ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ხელმისაწვდომია პირადობის მოწმობების შენახვაც.

კერძოდ, 28 დეკემბრიდან აპლიკაციას დაემატა განყოფილება, რომლის საშუალებითაც ერთ სივრცეში მოთავსებული იქნება როგორც კოვიდ-სერთიფიკატი, ასევე პირადობის მოწმობა (არ იგულისხმება აუცილებლად ბერძნული პირადობის მოწმობა).

როდესაც აპლიკაციას ხსნით, მარჯვენა მხარეს მოცემულია ახალი გრაფა (Ταυτοπροσωπια), რომლის საშუალებითაც შეძლებთ, რომ თქვენი მონაცემები ჩატვირთოთ და აღარ დაგჭირდეთ თითოეულ დაწესებულებაში შესვლისას სერთიფიკატთან ერთად ცალკე პასპორტის ან პირადობის მოწმობის (ან ადია დიამონის) ჩვენება.

აღნიშნულ განყოფილებაში მოთავსებული იქნება პირადი მონაცემები: სახელი, გვარი და დაბადების თარიღი, თუმცა, ამ ყველაფერს არ წერთ თავად, არამედ საჭიროა გქონდეთ ან რომელიმე ბანკის ანგარიში (ჩამოთვლილია უამრავი ბანკის დასახელება) ან უბრალოდ Taxisnet-ის სისტემის კოდები (კლიდარითმო), რომელში შესვლის შემდეგაც ავტომატურად ჩაიტვირთება თქვენი მონაცემები აპლიკაციაში.

ამგვარად გაცილებით მარტივდება შემოწმების პროცესი როგორც შემმოწმებლისთვის, ასევე თქვენთვის.

onalem

ტესტ