fbpx
საბერძნეთი

“ახლა საბერძნეთში ყველაზე უარესის წინაშე ვართ, აუხსნელია, რომ ვირუსს ამის საშუალებას ვაძლევთ” – ნიკოს კაპრაველოს

“პაპანიკოლაუს” საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორი, ნიკოს კაპრაველო აცხადებს, რომ საბერძნეთში ახლა ყველაზე უარესი სცენარის წინაშე ვდგავართ. მისი შეფასებით, მომდევნო დღეებში ხალხის შეკრებები ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

“პანდემიის აფეთქების შემდეგ ახლა ყველაზე უარესი სცენარის წინაშე ვდგავართ. მომდევნო დღეებში ვნახავთ, რომ სადღესასწაულო შეკრებები შემაშფოთებელ შედეგებს მოგვიტანს. ჩემთვის აუხსნელია, რომ ვირუსს ვაძლევთ საშუალებას, რომ აქტიურად იმოქმედოს ასეთ კრიტიკულ პერიოდში.

შემზღუდველი ზომები აქამდე უნდა მიგვეღო, რომ ვირუსისთვის არ მიგვეცა არანაირი საშუალება, ზიანი მოეყენებინა ჩვენთვის. ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაგვიჯდება.

რაც შეეხება სკოლების გაცილებით გვიან გახსნას, არაფერია გამორიცხული. თუ ვნახავთ, რომ გუშინდელი რიცხვი დღეს 15.000 გახდა, ხოლო ორ დღეში 20.000, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად “დაიჩოქებს”,” აცხადებს კაპრაველო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთში რეკორდული რიცხვი, 9284 ინფიცირებული გამოვლინდა, რასაც ომიკრონის სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.

onalem

ტესტ