fbpx
პოზიტივისაზოგადოება

უზარმაზარი”მთვარე” თესალონიკში, რომელიც ქალაქს გაანათებს

შთამბეჭდავი იდეა ჯერჯერობით ფრთაშეუსხმელია, მაგრამ როგორც ვიდეოზე ჩანს, მისი განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი შენაძენი თესალონიკისთვის, რომელიც მოიზიდავს მეტ ტურისტს და ქალაქის იერსახეს უფრო საინტერესოს გახდის.

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტმა, ხრისტოს ლაზარუმ, აღნიშნული იდეის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გააკეთა. პროექტის, “გავხადოთ თესალონიკი კიდევ უფრო დიდებული”, ფარგლებში 23 წლის სტუდენტმა წარმოადგინა დაბალბიუჯეტიანი ნაგებობა, უზარმაზარი სფერო, რომელიც თერმაიკოს ყურეში უნდა დაიდგას.

ვარაუდობენ, რომ აღნიშნული “მთვარის” დადგმა, ქალაქს არა მხოლოდ გაანათებს, არამედ შემოსავლებსაც მოუტანს.

როგორც ირკვევა, სფეროს რადიუსი 50 მეტრი იქნება, ასევე ექნება სატელეფონი და ინტერნეტის ანტენები. ღამის საათების მანძილზე განათდება და სიმაღლე დაახლოებით 27 მეტრს შეადგენს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უზარმაზარი სფეროს დადგმა ძალიან დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული.

onalem

ტესტ