fbpx
საბერძნეთი

5.000 პოლიციელი, შეიარაღებული ძალები, სახანძრო სამსახური – რას მოიცავს საბერძნეთში ვაქცინაციის გეგმა?!

საბერძნეთში ვაქცინაციის გეგმა, როგორც ჩანს, არც ისეთი მარტივია, როგორც ეს შეიძლება წარმოდგენილი გვქონდეს. ამ დროისთვის მზადებაშია ათობით სპეციალური ცენტრი, სადაც მოსახლეობას ვაქცინა გაუკეთდება, კორონავირუსის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

ადმინისტრაციული საკითხების გარდა, გეგმა მოიცავს საბერძნეთის პოლიციის, შეიარაღებული ძალებისა და სახანძრო სამსახურის ჩარევას. რა იგულისხმება?!

ოფიციალური წყაროების ცნობით, მას შემდეგ, რაც ვაქცინა ცენტრებში განთავსდება, 4.000-დან 5.000-მდე პოლიციელი მას 24 საათიან რეჟიმში დაიცავს. აქვე პროგნოზირებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე განთავსდეს ჯარიც.

მისი გადატანის პროცესში მონაწილეობას მიიღებს 6-დან 10-მდე ოფიცერი, ხოლო კუნძულებზე ტრანსპორტირების შემთხვევაში ჩაერევა სახანძრო სამსახური და სანაპირო დაცვა.

მთელი საბერძნეთის მასშტაბით იარსებებს 750 საწყობი-მაცივარი, სადაც ვაქცინის დოზები განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინა თითოეული მოქალაქისთვის იქნება უფასო და მის გასაკეთებლად უნდა დაინიშნოს წინასწარ ვიზიტი.

onalem

ტესტ