fbpx
პოზიტივი

8 წლის ბერძენმა გოგონამ გრძელი თმა მოიჭრა, რათა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გადასცეს

8 წლის კონსტანტინამ, მიტილინიდან, რომელიც მესამე კლასის მოსწავლეა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გააკეთოს სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. მის ასაკში კი, ერთადერთი, რაც შეეძლო, საკუთარი თმის დონაცია იყო.

პატარა გოგონა გუშინ შუადღეს, კლასის დამრიგებელთან და დედასთან ერთად, სილამაზის სალონში წავიდა და თავისი გრძელი თმა მოიჭრა, რათა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის გადაეცა, რომელთაც თმა ავადმყოფობის გამო დაკარგეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინა უკვე მესამე ბავშვია, რომელმაც მსგავსი რამ გააკეთა. ის ამბობს, რომ აუცილებელია გაიღოს რაიმე მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

“მე მიყვარს ჩემი თმა, მაგრამ ბევრად უფრო მიყვარს ადამიანები,” თქვა 8 წლის გოგონამ.

onalem

ტესტ