fbpx
საბერძნეთი

ამერიკა საბერძნეთში შობას ტერორისტული აქტის შესაძლებლობის შესახებ იუწყება

ამერიკის საელჩო საბერძნეთში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს მიხედვით, საბერძნეთში ახალი წლის წინა ღამესა და შობას შესაძლოა ტერორისტულ აქტებს ჰქონდეს ადგილი.

საუბარია არა მხოლოდ დედაქალაქ ათენზე, არამედ საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აეროპორტებს და დიდ სავაჭრო ცენტრებს.

კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია:

“სადღესასწაულო პერიოდში მთელი საბერძნეთის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები მაღალი უნდა იყოს, რადგან არსებობს ექსტრემისტი მოძალადეების მხრიდან ტერორისტული აქტის საფრთხე. ისინი აგრძელებენ ორიენტირებას ევროპის მასშტაბით ისეთ ადგილებზე, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრები, საჯარო ტრანსპორტი, აეროპორტები, ღამის კლუბები, ადგილები, სადაც ტურისტები იყრიან თავს.

– იყავით ფხიზლად სადღესასწაულო დღეებში.

– დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ ხართ.

– ყურადღება მიაქციეთ და შეამოწმეთ ადგილები, სადაც მოძრაობთ.

– იყავით მუდმივად ინფორმირებული მედიის საშუალებით.”

onalem

ტესტ