fbpx
საზოგადოება

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 1 დეკემბრიდან – საბერძნეთში სიცივის ტალღა გველის

ათენის მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს. ზამთრის თვის დადგომის პირველივე დღიდან ქვეყანაში სიცივის ტალღა გველის. ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში ითოვებს კიდეც.

ხვალ ათენში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება, თუმცა, კვირიდან მაქსიმუმ 14 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ასევე, თესალონიკში ხვალ 16 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო კვირიდან ჰაერი მხოლოდ 10 გრადუსამდე გათბება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ასევე იუწყება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძოდ, მაკედონიის ტერიტორიაზე სამშაბათს ღამით ითოვებს, ხოლო ოთხშაბათს დილის საათებში თოვლი თრაკიშია მოსალოდნელი.

 

onalem

ტესტ