fbpx
საზოგადოება

“მშვიდად განისვენე” – საბოლოო გამომშვიდობება მოულოდნელად გარდაცვლილ 24 წლის ევზონასთან

ბერძნული საზოგადოება, განსაკუთრებით კი, პატრასი, საიდანაც 24 წლის სპიროს თომასი იყო, მისმა უეცარმა გარდაცვალებამ შეძრა. ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, სინდაღმაზე, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ემსახურა, სწორედ მოვალეობის შესრულების დროს, ამ დრომდე უცნობი მიზეზით გარდაიცვალა.

მისი დაკძრალვა 15:00 საათზე გაიმართა.

უცნაური არის ის ფაქტი, რომ ექიმების მიერ არ დაფიქსირდა არცერთი პრობლემა, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებდა და რამდენიმე წუთში, სულ რაღაც 24 წლის ბიჭი დაიღუპებოდა.

სპირო კალათბურთის პროფესიონალი მოთამაშე იყო.

შემთხვევა 22:00 საათზე მოხდა, როცა ის სხვა ევზონების თვალწინ ძირს დაეცა და მისი წამოყენება სცადეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო, თომასი 401 სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

საბერძნეთის პრეზიდენტმა ოჯახს ღრმა მწუხარება პირადად გამოუცხადა.

 

onalem

ტესტ