fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები მიღებულ ზომებთან დაკავშირებით – რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ დღეს დილით?!

მთავრობის სპიკერის მიერ მედიასთან გაჟღერდა იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც დღეს დილას კირიაკოს მიცოტაკიმ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მიიღო.

კერძოდ, რა ცვლილებები შედის ძალაში ხვალიდან, 4 აგვისტოდან?!

  • პეცასის თქმით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულოა გემებზე, როგორც შიდა სალონში, ასევე გარეთა, ღია ტერიტორიებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამიერიდან გემებზე დაშვებული იქნება მგზავრთა 85%, ნაცვლად 65%-ისა, როგორც აქამდე იყო. ეს ზომა მოქმედებს 18 აგვისტოს ჩათვლით.
  • გარდა ამისა, გადაწყდა, რომ გაიმართოს პირდაპირი ჩართვა კვირაში სამჯერ, ნაცვლად ერთისა და მოსახლეობას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია მომდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
  • სეზონურად მიწაზე მომუშავე პირებს, რომლებიც შემოდიან ბალკანეთის ქვეყნებიდან, საბერძნეთის დატოვების შემთხვევაში, არ აქვთ უფლება შემოვიდნენ უკან, ვიდრე მთავრობისგან ახალი ნებართვა არ გაიცემა.

onalem

ტესტ