fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 40 წლის ქალი სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ რეანიმაციაში მოხვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, უჩვეულო შემთხვევა კრეტაზე მოხდა. 40 წლის ქალბატონი მესარაში ცნობილ სტომატოლოგთან რუტინულ ვიზიტზე მივიდა და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 40 წლის ქალი სტომატოლოგთან მივიდა, რომელმაც საკუთარი საქმის შესასრულებლად ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთა და ინექციიდან რამდენიმე წამში ქალმა გონება დაკარგა, გარემოსთან სრულიად უკონტაქტო გახდა. ცხადია, ექიმმა დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ვინაიდან ექიმებმა ადგილზე ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხეს, ის ΠΑΓΝΗ-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა დაუყოვნებლივ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

ამ დრომდე არ დასტურდება, რომ მისი მდგომარეობა სტომატოლოგის მიერ გაკეთებულ ინექციასთან არის დაკავშირებული, პარალელურად, ქალს გაუკეთეს შესაბამისი გამოკვლევები, რათა დადგინდეს მიზეზები, რის გამო დაკარგა გონება.

onalem

ტესტ