fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი მამაკაცი, რომელსაც სახელმწიფო ფულადი დახმარება მოუხსნეს, ბანკში თვითმკვლელობით იმუქრებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ სამოსზე, ვათის ტერიტორიაზე მოხდა. ბერძენი მამაკაცი ბანკის ფილიალში საკუთარი ანგარიშის შესამოწმებლად მივიდა, სადაც აღმოაჩინა, რომ თანხა არ ჰქონდა ჩარიცხული.

როგორც ირკვევა, ის გარკვეულ სახელმწიფო დახმარებას იღებდა, რომელიც მოუხსნეს და შესაბამისად, ანგარიშზე თანხა არ დაერიცხა. როდესაც ეს ყველაფერი აუხსნეს, მან თავზე კონტროლი დაკარგა და 18 სმ სიგრძის დანით თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

ბანკის ფილიალის თანამშრომლებმა მისი დამშვიდება სცადეს, რადგან მამაკაცი ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა, ამასობაში კი, დაცვის სამსახური და პოლიცია მივიდა და მალევე განაიარაღეს. მის წინააღმდეგ საქმე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით აღიძრა.

არსებული ინფორმაციით, ამბავმა მერიამდე მიაღწია და რამდენიმე ხანში მისთვის შემწეობის ჩარიცხვის საკითხი მოაგვარეს.

onalem

ტესტ