fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: აუცრელობის გამო დაკისრებული ჯარიმების თანხა მოქალაქეებს უკან დაუბრუნდებათ

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ განაცხადა, რომ საბერძნეთში მოქალაქეებს, ვისაც დაეკისრათ ჯარიმები იმის გამო, რომ კოვიდის წინააღმდეგ არ აიცრნენ და ეს ჯარიმები გადაიხადეს, თანხები უკან დაუბრუნდებათ.

“ვინც აიცრება 31 დეკემბრამდე, არ დაჯარიმდება, მაგრამ მათ, ვინც მას შემდეგ აიცრა, რაც ჯარიმები დაეკისრათ და ეს ჯარიმები გადაიხადეს, თანხები უკან დაუბრუნდებათ,” განაცხადა პლევრიმ.

როგორც ცნობილია, საუბარია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომლებიც საბერძნეთში იმის გამო დაჯარიმდნენ, რომ კოვიდის ვაქცინაზე უარი თქვეს და დაკისრებული თანხები მერყეობდა 50-დან 100 ევრომდე.

“რაც შეეხება ჯანდაცვის მუშაკებს, დღეს გაიმართება შესაბამისი კომისიის სხდომა და განიხილება საკითხი, რომ აუცრელი ექიმები და ექთნები 1 იანვრიდან დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ვცდილობთ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ ამ მხრივ და ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც აუცრელი მუშაკები ჩაანაცვლეს, შესაძლოა ისინიც დარჩნენ სამუშაო ადგილებზე,” აცხადებს მინისტრი.

პლევრიმ დასძინა, რომ მთავრობა ზამთრის მოსვლასთან ერთად არ აპირებს რაიმე დამატებითი ზომების მიღებას, მაგრამ გააძლიერებენ ჯანდაცვის სისტემას.

onalem

ტესტ