fbpx
საზოგადოება

ათენის ეროვნული ობსერვატორიის საგანგებო განცხადება: რომელია მაღალი რისკის ზონები?!

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს საბერძნეთის მასშტაბით ამინდი საგრძნობლად გაუარესდება და როგორც ცნობილი მეტეოროლოგი, იანის კალიანოსი აცხადებს, ქვეყანა გარკვეული რისკის ქვეშ დგას. არსებობს დატბორვის და მეწყერების ჩამოწოლის საფრთხე. ფაქტობრივად, ამინდის ცვლილება უკვე შეინიშნება.

მომდევნო რამდენიმე საათში დაიწყება ძლიერი წვიმა, რომელიც ზოგიერთ რეგიონში დაახლოებით 12 საათი გასტანს.

ასევე მოსალოდნელია აფრიკული მტვრის დიდი ინტენსივობა და ქარი, რომელიც სწორედ ამ მტვერს გადმოიტანს.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კრიტიკულ ზონებშია ქვეყნის ცენტრალური ნაწილი, რომელშიც შედის ატიკის რეგიონიც, ასევე, აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი.

იწვიმებს ევიაში, აღმოსავლეთ სტერეაში, კრეტაზე, კიკლადესსა და დოდეკანესზე.

მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლიც კი (პელოპონისო).

მიუხედავად ყველაფრისა, ათენში სეზონის ფონზე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.

onalem

ტესტ