fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: გოგონა, რომელიც გუშინ გაუჩინარდა, დედას საცხოვრებლის შეცვლას სთხოვდა

15 წლის გოგონა გუშინ სკოლაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. მისი დედა სასოწარკვეთილია, რადგან როგორც გაირკვა, ის მას ორი წლის მანძილზე ეხვეწებოდა, საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ, რადგან გოგონას იქ ხალხი არ მოსწონდა. სავარაუდოდ, მას ჩაგრავდნენ.

კერძოდ, შემთხვევა ვიოტიაში მოხდა. გოგონა გუშინ სკოლაში წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი არსად ჩანს. მისი დედა ამბობს, რომ 15 წლის მოსწავლემ ფეისბუქი გააუქმა და არ ეკონტაქტება არც მშობლებს და არც მეგობრებს. ქალი ამტკიცებს, რომ შვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ არ იცის რა ხდებოდა რეალურად მის თავს.

“არ ვიცი თუ ვინმე პარტნიორი ჰყავდა ან ვინმეს ფეისბუქის საშუალებით ელაპარაკებოდა,” ამბობს ქალი.

გოგონას კლასელი მხოლოდ ერთ ბიჭს ასახელებს, რომელთანაც მას სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა.

ის ყოველთვის ჩაკეტილი ბავშვი იყო. ოთახში ჩაიკეტებოდა და როგორც დედას ეუბნებოდა, მუსიკას უსმენდა. ის კი შიშობს, რომ ვინმეს ელაპარაკებოდა სოციალურ ქსელში. ეს ამ დრომდე დაუდგენელია.

ქალმა ასევე გაამხილა, რომ ორი წლის მანძილზე შვილი საცხოვრებლის შეცვლას სთხოვდა და ამბობდა, რომ იქ ხალხი საშინლად არ მოსწონდა. მას მეგობრები თითქმის არ ჰყავდა.

 

onalem

ტესტ