fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“არ შემიძლია მისი ჭირვეულობა” – პაოლამ სფაკიანაკის გამო სამუშაო დატოვა

მიუხედავად იმისა, რომ პაოლას გაზიში სიმღერამ დიდი ფინანსური წარმატება მოუტანა, ის აცხადებს, რომ სამუშაო ადგილს ორი კვირით ადრე ტოვებს, რადგან ნოტის სფაკიანაკის გაძლება აღარ შეუძლია. ცნობილი მომღერლები Γκάζι Live-ის ფარგლებში ერთობლივად მართავდნენ კონცერტებს. თუმცა, პაოლასთვის მის გვერდით მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.

“დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ მე ვტოვებ Γκάζι Live-ს დათქმულ დროზე ორი კვირით ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. სამწუხაროდ, ჩემი პრინციპები და განსაკუთრებით ჩემი სული ვერ ეთანხმება ნოტის სფაკიანაკისს და მის ჭირვეულობას. ეს არის პირველი (და იმედი მაქვს ბოლო), როცა სეზონს არ ვამთავრებ. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ აქამდე ერთად ვიმუშავეთ,” წერს პაოლა.

აღსანიშნავია, რომ ნოტის სფაკიანაკისთან მუშაობა პრემიერამდე ორი დღით ადრე მიატოვა გიორგოს პაპადოპულომაც.

ამ ორ შემთხვევაზე კი სფაკიანაკი აცხადებს, რომ პაოლასთან მაინც არაჩვეულებრივ ურთიერთობას ინარჩუნებს, ხოლო ფაქტზე, რომ პაპადოპულომ მუშაობა შეწყვიტა, იქამდე იყვნენ შეთანხმებულები.

onalem

ტესტ