fbpx
საბერძნეთი

“ეს ყველაფერი გაზაფხულამდე დაგვტანჯავს, თუ ერმუ გაიხსნება, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს” – ნიკოს სიფსას

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან მუშაობა დაიწყეს სეზონური ნივთების მაღაზიებმა. 7 დეკემბრიდან საშობაო ნივთების გაყიდვა დასაშვები გახდა სუპერმარკეტებშიც. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს არის ერთგვარი გამოცდა და მოსახლეობამ, ისევე როგორც, მომუშავე პერსონალმა, უსაფრთხოების წესები მკაცრად უნდა დაიცვას.

პროფესორი ნიკოს სიფსასი აცხადებს, რომ დღესასწაულებზე მოდუნება და მოშვება არ შეიძლება. რაც შეეხება, ვაჭრობის ამუშავებას, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყველა მაღაზიის გახსნას, ვიდრე ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება.

“კომიტეტის სხდომას ყოველ მეორე დღეს ვმართავთ. ტრაგედიის ფასი ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი ერმუზე აბსოლუტურად ყველა მაღაზია გაიხსნება. გვექნება დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სრული ქაოსი და ვირუსის გავრცელების კიდევ ერთი კერა.

ზომები მოქმედებს ძალიან ნელა, ვინაიდან ვირუსის გავრცელება ძალიან მასშტაბურია. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ უკუსვლას. არ არის საწოლები და არსებობს დიდი შანსი, რომ პაციენტები დარჩებიან მომსახურების გარეშე.

რაც შობა-ახალ წელს მოხდება, იანვარში მოვიმკით. და ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ძალიან მძიმე. შეგახსენებთ, რომ თესალონიკში აფეთქება მოხდა მხოლოდ 5 დღეში, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი არის ძალიან საშიში მოვლენა და მისი სრული კონტროლი აღემატება ჩვენს ძალებს. ეს ყველაფერი გაზაფხულამდე გაგვტანჯავს, ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება,”აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ