fbpx
ჯანმრთელობა

კონტრასტული მონაცემები დღეს საბერძნეთში – არსებობს თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი?!

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 904 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ ეს რიცხვი ბოლო პერიოდის მანძილზე პირველად გახდა სამნიშნა. მიუხედავად ამ პოზიტიური კლებისა, ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 101 ადამიანი და მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა.

როგორც ჩანს, ქვეყანაში დღეს დაფიქსირებული რიცხვები საკმაოდ კონტრასტულია. ექსპერტთა თქმით, 900-მდე ინფიცირებულს ყოველდღიურად 14 დეკემბრისთვის ელიან, ხოლო წლის ბოლო დღეებში ეს მონაცემი 700-მდე უნდა დაეცეს.

ახალი არ არის, რომ მხოლოდ ერთი დღის მონაცემების მიხედვით ზოგად მდგომარეობაზე მსჯელობა ფიზიკურად შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ დღეებში.

სამინისტროს ინფორმაციით, თესალონიკში დღეს გამოვლინდა 203 ახალი შემთხვევა, ხოლო ატიკის რეგიონში 164.

onalem

ტესტ