fbpx
პოზიტივი

ბერძენი ბიჭები, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დედა-შვილი დახრჩობას გადაარჩინეს

ინციდენტი კრეტაზე მოხდა და რომ არა ორი ახალგაზრდა ბერძენი ბიჭის გამბედაობა, დედა და მისი 11 წლის გოგონა ზღვაში დაიხრჩობოდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს წარმოუდგენლად დიდი ტალღები იყო და ნაპირამდე გამოღწევა თითქმის შეუძლებელი ჩანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები მინიმუმ 1 საათისა და 40 წუთის მანძილზე ცდილობდნენ, რომ დედა-შვილი ნაპირამდე გამოეყვანათ.

23 წლის სტელიო და 22 წლის მანოლი, მათ გადასარჩენად, ადიდებულ ტალღებში დაუფიქრებლად შეცვივდნენ. ბიჭებმა 11 წლის გოგონამდე მიაღწიეს, თუმცა, დინება იმდენად ძლიერი იყო, რომ უკან გამოსვლას საათი და 40 წუთი დასჭირდა. საბოლოოდ მანოლის ძალა აღარ ეყო და დედა-შვილის ბედი 23 წლის მეგობარს გადააბარა. თავად კი წყალში ჩარჩა.

სტელიომ მოახერხა დედა-შვილის გამოყვანა, თუმცა, მანოლის დასახმარებლად ვერტმფრენი და ნავი გაემართა. როგორც ბიჭი ამბობს, ნავს რომ მასთან დროულად არ მიეღწია, ტალღებმა იმდენად გამოაცალეს ძალა, რომ აუცილებლად დაიხჩობოდა.

onalem

ტესტ