fbpx
საბერძნეთი

62 წლის ბერძენმა ქალმა პოლიციელის საკრედიტო ბარათი იპოვა და თანხას ხარჯავდა

ყველაფერი მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც ბანკის თანამშრომელმა ეჭვი შეიტანა, რომ ქალი ბარათის მფლობელი არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის ბერძენმა ქალბატონმა პატრასში საბუთების წიგნაკი და შიგ მოთავსებული საკრედიტო ბარათი იპოვა და თანხის ხარჯვას შეუდგა.

ბანკში მისვლის ერთ-ერთი შემთხვევისას, თანამშრომელი დაეჭვდა, რადგან ქალმა წინა მისვლისას 450 ევრო გაიტანა, ახლა კი, მოკლე დროში, ფილიალს კვლავ ესტუმრა, რა თქმა უნდა, ისევ სხვისი ბარათით. მან დაუყოვნებლივ ჩარია საქმეში პოლიცია და გაირკვა, რომ ბარათი მისი საკუთრება არ იყო და რა თქმა უნდა, არც პირადობის მოწმობაზე იყო მისი ფოტო.

მისი თქმით, ბარათი ქუჩაში იპოვა, თუმცა, პოლიცია გამოძებას აწარმოებს, რათა დაადგინოს, თუ რა ვითარებაში მოხვდა საბუთები და საკრედიტო ბარათი ქალის ხელში.

ამ დროისთვის 62 წლის ბერძენი დაკავებულია, ნივთები კი პატრონს დაუბრუნდა.

 

onalem

ტესტ