fbpx
კრიმინალი

მკვლელობის მცდელობა საღ გონებაზე – ეფი კაკარანძულა აღნიშნული მუხლით გასამართლდება

იოანა პალიოსპირუ მადლიერებას გამოთქვამს ბერძნული მართლმსაჯულების წინაშე მას შემდეგ, რაც პროკურორმა გამოაცხადა, რომ ეფი კაკარანძულა, ქალი, რომელმაც ის სამუდამო ტანჯვისთვის გაიმეტა, უნდა გასამართლდეს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, საღ გონებაზე.

ამრიგად, ადვოკატების განმარტებით, ამ ბრალდებით კაკარანძულას 15 წელი მიესჯება, თუმცა, საპყრობილეს 5-5,5 წელიწადში დატოვებს. მისი ბრალდებაა მკვლელობის მცდელობა და არა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

პროკურორმა დეტალურად აღწერა, რატომ ჩაითვალა კაკარანძულას დანაშაული მკვლელობის მცდელობად და მის მოტივს “მკვლელი ეგოიზმი” უწოდა.

როგორც უკვე ცნობილია, კაკარანძულამ დანაშაული 40 წლის მამაკაცის გამო ჩაიდინა, რომელიც იოანას სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად იოანა მის მიმართ ინტერესს არ იჩენდა. თავად ეფისთან მამაკაცს თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც მალევე დასრულდა.

“მინდა გამოვხატო მადლიერება ბერძნული მართლმსაჯულების წინაშე, რომელიც მაძლევს მხნეობას, რომ გავუმკლავდე ჩემს სამუდამო გოლგოთას, რომელსაც ეფი კაკარანძულას გამო დავადექი,” განაცხადა იოანამ.

onalem

ტესტ