fbpx
პოზიტივისაზოგადოება

კრეტა: მამაკაცმა ბარმენს 11 წლის წინ მისთვის შეცდომით მიცემული 40 ევრო უკან დაუბრუნა

კრეტადან უჩვეულო და ამავე დროს ამაღელვებელი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

მამაკაცმა 11 წლის შემდეგ დააბრუნა თანხა, რომელიც ბარმენმა შეცდომით მისცა, რეალურად კი, არ ეკუთვნოდა.

როგორც თავად წერს, იმ პერიოდში (10-11 წლის წინ) საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გოგონასთან ერთად ეწვია ბარს, სადაც კოქტეილები მიირთვეს და ანგარიში 60€ შეადგენდა. არისტოტელის ზუსტად 60€ ჰქონდა თან, 50 და 10 ევროიანი კუპიურები. როდესაც თანხა ბარმენს მიაწოდა, მას ორივე 50 ევროიანი ეგონა და 40€ ხურდის სახით დაუბრუნა, მან კი გამოართვა და იქაურობა დატოვა.

როგორც ჩანს, მთელი ამ დროის მანძილზე არისტოტელის ეს ფიქრი არ ტოვებდა და სინსიდი აწუხებდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ 11 წლის შემდეგ მაინც, ბარმენისთვის აღნიშნული თანხა დაებრუნებინა.

onalem

ტესტ