fbpx
საბერძნეთი

მეფე კონსტანტინო გარდაიცვალა – მას წინაპრების გვერდით დაკრძალავენ

ოჯახის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ, 10 იანვრის ღამეს, მეფე კონსტანტინო გარდაიცვალა.

ის ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რეანიმაციაში იყო მოთავსებული და მისი მდგომარეობა ექიმების მიერ კრიტიკულად ფასდებოდა.

მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დროშები ნახევრად დაუშვეს კალიმარმაროზე – ბატონი კონსტანტინო იყო 1960 წელს რომის ოლიმპიური ჩემპიონი ნაოსნობაში და მსოფლიო ნაოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

რომელ ეკლესიაში გაიმართება პანაშვიდი, ოჯახსა და მთავრობას შორის შეთანხმების შედეგად გადაწყდება და დაცული იქნება ყველა საჭირო პროცედურა.

onalem

ტესტ