fbpx
საბერძნეთი

ყველაზე ძველი ბერძნული კაფე 242 წელია მუშაობს და სტუმრებს დღესაც მასპინძლობს

საბერძნეთში, სოფელ პელიონა-ლაფკოსში უზარმაზარ ხეებს შორის მდებარეობს უძველესი ბერძნული კაფე, რომელიც 242 წელია უწყვეტად ფუნქციონირებს. ტრადიციული კაფე 1785 წელს გაიხსნა და უამრავი მფლობელი გამოიცვალა, თუმცა ისინი ერთმანეთის შთამომავლები იყვნენ. ამჟამად კაფეს ემანუელ ფორლინა ხელმძღვანელობს.

ამ დაწესებულებას უდიდესი ისტორია აქვს. მათ ვებ-გვერდზე წერია, რომ წარსულში მეორე სართულზე სასტუმრო ფუნქციონირებდა, სადაც ისეთი სახალხოდ ცნობილი პირები ისვენებდნენ, როგორებიცაა: პაპადიამენტი, ვარნალისი, დელმუზოსი და ა.შ. დღესდღეობით სასტუმრო არ მუშაობს, თუმცა კაფე სტუმრებს კვლავ მასპინძლობს და მისი მირთმევა მსურველებს 9 ულამაზესი და გიგანტური ხის ქვეშ შეუძლიათ. ზამთარში კი ხალხი შიგნით სხდება.

კაფეში შექმნილი გარემო უთუოდ დაგაბრუნებთ წარსულში.

onalem

ტესტ