fbpx
საბერძნეთი

ყინვა და წვიმა დღეს საბერძნეთში – ხვალ მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვაც კი

გუშინდელი დღის შემდეგ საბერძნეთში ტემპერატურის კლება საკმაოდ შესამჩნევი გახდა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს მოსალოდნელია ღრუბლიანობა, წვიმა და ყინვა კონკრეტულ რეგიონებში, ხვალ კი, ითოვებს ჩრდილოეთით, მთიან რეგიონებში.

კერძოდ, ღრუბლიანობას პროგნოზირებენ თრაკის, პელოპონისოს, აღმოსავლეთ სტერეას, ეგეოსის და კრეტას ტერიტორიებზე, ასევე, კიკლადესის კუნძულებზე.

ტემპერატურა იმდენად დაიკლებს და მინუსებში გადავა და მოსალოდნელია ყინვა -6 გრადუსი მაკედონიაში, თრაკიში -2 გრადუსიდან 10 გრადუსამდე, თესალიაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, იპიროში -1 გრადუსი, შედარებით მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, კიკლადესსა და კრეტაზე, სადაც -დან 14 გრადუსამდე იმერყევებს.

ატიკის რეგიონშიც საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, მიუხედავად მზიანი ამინდისა, 5-დან 14 გრადუსამდე, ხოლო თესალონიკში ჰაერი 4-დან 11 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ