fbpx
საბერძნეთი

ათენი: სავაჭრო ცენტრში მამაკაცი მანქანით შევარდა და ყვიროდა, რომ ღვთისგან იყო გამოგზავნილი

დღეს დილით ათენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, კერძოდ, ეღალეოში მდებარე River West-ში, სერიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცი მანქანით სავაჭრო ცენტრის შენობაში შევარდა და საბედნიეროდ, მხოლოდ მატერიალური ზარალი გამოიწვია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ადგილზე სწრაფად მობილიზდა პოლიცია და მამაკაცი დააკავეს, ის ოფიცრებს უყვიროდა, რომ “ღვთის გამოგზავნილი იყო”.

ჩანს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სანამ სავაჭრო ცენტრში შევარდებოდა, მანამდე ავიწროვებდა გოგონას, რომელიც თავის მანქანას მართავდა.

onalem

ტესტ