fbpx
საზოგადოება

“ჩემი და ტონიას ქორწილი იმპროვიზაცია იყო, ძალიან მინდა მამა გავხდე” – კოსტის მარავეიას

ცნობილმა მუსიკოსმა, კოსტის მარავეიამ, მედიასთან თავის ქორწინებაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, მისი და მსახიობ ტონია სოტიროპულუს ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში, მოკრძალებულ გარემოში შედგა და ამის შესახებ წინასწარ თითქმის არავინ იცოდა.

არაჩვეულებრივი წყვილი სულ რამდენიმე თვის წინ კუნძულ იდრაზე დაქორწინდა და როგორც მარავეია განმარტავს, ეს ყველაფერი იმპროვიზაცია იყო.

“გავიხსენებ ერთ სახალისო მომენტს, როდესაც ჩემმა მეგობარმა დამირეკა და რაღაცას მეკითხებოდა მუსიკასთან დაკავშირებით, არ იცოდა, რომ იმ დროს ვქორწინდებოდი. ჩვენი ქორწილი იყო იმპროვიზირებული, ამ ცერემონიისთვის არ მიგვიცია რაიმე მასშტაბური განზომილება. ეს იყო წვეულება ჩვენს შორის.

ძალიან მინდა, რომ მამა გავხდე. ამ ყველაფერს ვხედავ მომავალში. ბავშვები მიყვარს და არ მაინტერესებს სულელი მამა ვიქნები თუ არა, მთავარია კარგი მამა ვიყო, მინდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შვილები იყვნენ,” ამბობს მუსიკოსი.

onalem

ტესტ