fbpx
საბერძნეთი

საზღვაო პოლიციამ შუა ზღვაში იპოვა კატერი, რომლის კაპიტანიც ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო

დაუჯერებელი შემთხვევა კრეტაზე, ხერსონისოსის წყლებში მოხდა. ირკვევა, რომ იპოვეს კატერი, რომელსაც არავინ მართავდა და შუა ზღვაში იყო გაჩერებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საზღვაო პოლიცია ადგილზე სწრაფად მობილიზდა და კერძო ნავების დახმარებით კატერი პორტამდე მიიყვანეს და უსაფრთხოდ მიაბეს.

რაც ყველაზე წარმოუდგენელია, კაპიტანი, რომელიც ამავე დროს კატერის მფლობელიც არის, ბორტზე ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იპოვეს. ვინაიდან მამაკაცს მისი მართვა არ შეეძლო, კატერი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევას არ მოჰყოლია არანაირი დაზიანება, თუმცა, მეპატრონეს გარკვეული ადმინისტრაციული სანქციები დაუწესდება.

onalem

ტესტ