fbpx
საქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ, კრეტაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

2021 წლის 30 ივნისს, კრეტაზე ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს დელეგაცია შეხვდა კნოსოს ეპისკოპოსს პროდრომოს ქსენაკისს.

Ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან სულიერ, ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე.

საქართველოს ელჩმა ეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა კრეტის საეკლესიო დასის მიერ ქართული დიასპორისთვის გაწეული დახმარებისთვის.

ეპისკოპოსმა გაიხსენა საქართველოში მისი ვიზიტი და გამოთქვა სურვილი კვლავ ეწვიოს ჩვენს ქვეყანას და მოილოცოს წმინდა ადგილები.

გარდა ამისა, ელჩი დავით დონდუა შეხვდა კრეტული კომპანიის “Plastika Kritis” ხელმძღვანელობას.

კომპანია ერთ-ერთი წამყვანია ევროპაში, რომელიც აწარმოებს პლასტმასის შემღებავ დანამატებსა და სათბურებისთვის განკუთვნილ ფირებს.

კომპანიას საწარმოები შვიდ ქვეყანაში აქვს. მის პროდუქციას ქართული სასათბურე კომპანიებიც იყენებენ.
საქართველოს ელჩმა კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.

შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ონლაინ შეხვედრა საქართველოს შესაბამის უწყებებთან, რომლის ფარგლებშიც განიხილება კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა.

2021 წლის 29 ივნისს საქართველოს ელჩი შეხვდა კრეტული კომპანიის “Karatzis S.A.” აღმასრულებელ დირექტორს, ანტონიოს კარაძისს.

“Karatzis S.A.” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრეტული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სექტორში ოპერირებს, მათ შორის ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში. საქართველოს ელჩმა აღმასრულებელ დირექტორს ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.

ანტონიოს კარაძისი დაინტერესდა საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივით და გამოთქვა სურვილი ეწვიოს საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების ადგილზე უკეთ გაცნობისთვის.

შეთანხმდნენ რომ, უახლოეს მომავალში, გაიმართება კომპანიის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა საქართველოს შესაბამის უწყებებთან, რომლის დროსაც განიხილება კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო შემდგომში უკვე დაიგეგმება აღმასრულებელი დირექტორის და კომპანიის ექსპერტების ვიზიტი.

2021 წლის 29 ივნისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა ჰერაკლიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, მანოლის ალიფიერაკისს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ის სექტორები, რომლის მიმართულებითაც შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შეთანხმდნენ, რომ დაიგეგმება ონლაინ კონსულტაციები ჰერაკლიონისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.
ასევე განხილული იქნა კუნძულ კრეტაზე საპატიო კონსულის დანიშვნის შესაძლებლობა, რომელიც იმუშავებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

2021 წლის 29 ივნისს საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა ჰერაკლიონის მერს ვასილის ლაბრინოსს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს. აღინიშნა, რომ კრეტაზე დიდი ქართული დიაპორაა და ელჩმა მადლობა გადაუხადა მერს, მერიის მხრიდან ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის.

განხილული იქნა ჰერაკლიონსა და საქართველოს რომელიმე ქალაქს შორის დამეგობრების საკითხი, ორ ქვეყანას შორის კავშირების უფრო მეტად გაღრმავების მიზნით. ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს, იმისთვის რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, როგორც საქართველოს ცნობადობა კრეტაზე, აგრეთვე საქართველოში უკეთ გაიცნონ კრეტული კულტურა.

2021 წლის 28 ივნისს ელჩი დავით დონდუა ესტუმრა აგიოს ნიკოლაოსის ქალთა ლიცეუმს და შეხვდა მის დირექტორს, პარულა კუცელაკის. დირექტორმა ელჩს გააცნო ლიცეუმის საქმიანობა. ლიცეუმში მიმდინარეობს ბერძნული ხალხური ცეკვების, მუსიკის, ქარგვის და უცხოელებისთვის ბერძნული ენის სწავლება. ლიცეუმი საბერძნეთის 50 ქალაქში ფუნქციონირებს და 16 ოფისი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ლიცეუმში გაწევრიანებულია 15 000 ადამიანი, როგორც ქალი, ისე კაცი.

დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუსიკის პედაგოგს ლაინე პაპიძეს ლიცეუმის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აგიოს ნიკოლაოსის ქალთა ლიცეუმის მიერ საქართველოში ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა, ქართველებისთვის კრეტული კულტურის გაცნობის მიზნით.
აგიოს ნიკოლაუსში ვიზიტის დასასრულს, ადგილობრივმა გაზეთმა “ანატოლი” ჩაწერა ინტერვიუ საქართველოს ელჩთან.

2021 წლის 28 ივნისს, საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა ქალაქ აგიოს ნიკოლაოსის მერს, ანტონიოს ზევროსს. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქალაქის თავკაცს იმ თანადგომისთვის, რომელსაც ის იჩენს ქართული დიასპორისადმი. თავის მხრივ,
მერმა აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა კარგად არის ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალაქის ცხოვრებაში. განიხილეს აგიოს ნიკოლაოსსა და საქართველოს რომელიმე ქალაქს შორის დაძმობილობის საკითხი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კავშირების უფრო მეტად გაღრმავებას.

ასევე იმსჯელეს მერიის მხარდაჭერით, კუნძულ კრეტაზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე. მერმა მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს ამ მიმართულებით.

2021 წლის 28 ივნისს, საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა კუნძულ კრეტაზე ლასითის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, თომას ხარიტაკისს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის უფრო მეტად გაზრდის შესაძლებლობები. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე.

2021 წლის 28 ივნისს, საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა კუნძულ კრეტაზე, ქალაქ აგიოს ნიკოლაოსის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

საქართველოს ელჩმა გააცნო საელჩოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. ასევე ისაუბრეს ქალაქში ერთობლივად განსახორციელებ შესაძლო პროექტებზე.

May be an image of 8 people, people standing and outdoors

 

onalem

ტესტ