fbpx
კატეგორიის გარეშე

საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ნოდარ კომახიძემ, შეხვედრა გამართა პოლიციის უფროსთან და მოინახულა ქართველი პატიმრები და პაციენტები

დღეს, 30 ივნისს, თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრა გამართა თესალონიკის პოლიციის უფროსთან ლაზაროს მავროპულოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განთავსების პირობების შესახებ. ნოდარ კომახიძის განცხადებით, საკონსულო სამსახური დაინტერესებულია დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უფლებები და ინტერესები. თესალონიკის პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ თესალონიკში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკა არ არის დიდი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უწყებებს შორის საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე.

ნოდარ კომახიძე შეხვდა ახეპას საავადმყოფოს მთავარ აღმასრულებელ დირექტორსაც, პანდელიადის პანაიოტის, მოინახულა საავადმყოფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და უშუალოდ აღმასრულებელ დირექტორისგან მიიღო ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ნოდარ კომახიძემ მადლობა გადაუხადა ახეპას საავადმყოფოს მთავარ აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა,რომ ბერძენმა ექიმებმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე უდიდესი ძალისხმევა გაწიეს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.

ამას გარდა, 2021 წლის 28 ივნისს ნოდარ კომახიძემ შეხვედრები გამართა თესალონიკის უცხოელთა წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე საბერძნეთის პოლიციის, მიგრაციის მართვის თესალონიკის განყოფილების უფროსთან პოლიხრონის ფელეკისთან და თესალონიკის უცხოელთა სამმართველოს უფროსთან აპოსტოლოს ხავდულასთან.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაზე ნოდარ კომახიძე გაეცნო დაკავებულების მდგომარეობასა და განთავსების პირობებს. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ იგი არ დაიშურებს ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

მიგრაციის მართვის თესალონიკის განყოფილებისა და თესალონიკის უცხოელთა სამმართველოს უფროსებთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან უწყებებს შორის საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და შეთანხმდენენ ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე.

onalem

ტესტ