fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

კრეტა 2023 წლის 10 ტოპ მიმართულებას შორის – კუნძული თავგადასავლების, გაჯანსაღებისა და ბუნებით ტკბობისთვის

ესპანური ჟურნალის, Hosteltur-ის მიხედვით, საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძული 2023 წლისთვის 10 ტოპ მიმართულებას შორის მოხვდა. კრეტა არის ადგილი, რომელსაც 2023 წელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ და იმედგაცრუებულნი ნამდვილად არ დარჩებით. სია განსაზღვრულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: თავგადასავლები, ბუნება, გამაჯანსაღებელი საშუალებები.

ტურისტებისთვის მთავარი და ყველაზე მომაჯადოვებელი არის განსხვავებული სამზარეულო, ლაჯვარდოვანი სანაპიროები, განტვირთვისა და გაჯანსაღებისთვის საუკეთესი გარემო და კუნძულის უნიკალური ისტორია, თავისი არქეოლოგიური ტერიტორიებით.

კრეტა დაყოფილია ოთხ ძირითად საკურორტო ზონად: ხანია, ლასითი, ირაკლიო და რეთიმნო.

ხანია

ეს არის კრეტის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი, რომელიც მდიდარია ბუნების საოცრებებით, უნიკალური უძველესი არქიტექტურით, ლურჯი დროშით დაჯილდოვებული ლამაზი და სუფთა სანაპიროთი,  მდიდარი კულტურული ცხოვრებით. ხანია – ეს არის თეთრი მთები და სამარიის კანიონი, ელაფონისის კუნძულის ვარდისფერი ქვიშა და საინტერესო მოვლენების მორევი.

ირაკლიო

ეს არის კრეტის ცენტრალური ნაწილი მთელი კუნძულის იმავე სახელწოდების დედაქალაქით. მთავარი საკურორტო ზონა, სადაც ყველა პოპულარული კურორტი და ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: კნოსოსის სასახლე და მინოტავრის ლაბირინთი, მინოანის სასახლეები და მრავალი სხვა.

რეთიმნო

შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც პლაჟისა და კულტურული დასვენების შეთავსება სურს: ეს ადგილი კუნძულის მრავალ ულამაზეს ღირსშესანიშნაობასა და საოცარ პლაჟს შორის მდებარეობს. რეთიმნო – ეს არის ტბები კურნა, ლაგუნა ბალოსი, წყაროები აგრირუპოლი და უნიკალური, დაუჯერებელი ისტორიისა და არქიტექტურის მქონე იმავე სახელწოდების დედაქალაქი.

ლასითი

ლასითი კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც ლიბიისა და კრეტის ზღვები აკრავს გარს და  კრეტის ყველაზე ძვირადღირებულ რეგიონად ითვლება მოდური სასტუმროების, საუცხოო პლაჟებისა და შესანიშნავი მომსახურების გამო.

აგიოს ნიკოლაოსი – ლასითის დედაქალაქი და უნიკალური ქალაქია, რომელიც თავისი სილამაზით  ნებისმიერ სტუმარს შთააგონებს, ხშირად ცნობილ ადამიანებსაც კი. ეს არის ქალაქი განუმეორებელი ბუნებითა და არქიტექტურით, რომლის შიგნით დიდი ტბა ვულიზმენი მდებარეობს, გარს კი თბილი ზღვა აკრავს.  ქალაქის ძველი ცენტრი, ნავსადგური, სანაპირო – პლაჟზე აქტიური დასვენების შემდეგ ამ წარმოუდგენლად ლამაზ ადგილებზე სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.

onalem

ტესტ